სასწავლო აქტივობები

შეზღუდული შესაძლებლობები არარსებობს






ამა წლის 7 მაისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვირეულთან დაკავშირებით, რუსთავის N18 სკოლაში მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან გაიმართა ინფორმაციული შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშვაბეული "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის" გაცნობას. შეხვედრა ძირითადად დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და განვიხილეთ შემდეგი თმები: რამდენად არიან ადაპტირებულები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებაში, რამდენად ადექვატურია საზოგადოება მათ მიმართ, რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან ურთიერთობის დროს, როგორ შეგვიძლია ჩვენ, რიგით ადამიანებს  დავეხმაროთ და ა.შ  
მოსწავლეების მხრიდან წამოვიდა არაერთი ინიციატივა საერთო ღონისძიებების დაგეგმვისა, მაგალითად ქალაქგარეთ გასვლითი ღონისძიება, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს სკოლაში მყოფი შეზღუდული შსაძლებლობის მქონე მოსწავლეებიც. ბავშვები გამოხატავენ სრულ მზადყოფნას ჩაერთონ ნებისმიერ პროექტში/ღონისძიებაში, რომელიც ხელს შეუწყობს   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან ადაპტირებას.

                                                                 არადისკრიმინაცია

 ,,ადამიანის თანდაყოლილი ღირსებისა და მისი ინდივიდუალური ავტომომიის პატივისცემა,საკუთარი არჩევანის გაკეთების თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის ჩათვლით;"

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობის პატივისცემა და ადამიანებისა და კაცობრიობის მრავალფეროვნების გამოხატულების ნაწილად მათი აღიარება." 
 ,,შეზღუდულია შესაძლებლობის მქონე ბავშვის უნარების განვითარებისა და საკუთარი ინდივიდუალობის შენარჩუნების უფლების პატივისცემა."
 ,,შესაძლებლობათა თანასწორობა"
,,საზოგადოებაში სრული და ეფექტური ინტეგრაცია."

No comments:

Post a Comment