პრეზენტაციები





























,,არა, დისკრიმინაციას! არა,ძალადობას!''

კერძო სკოლა ,,მილენიუმის" VIII და XI კლასის მოსწავლეებთან ფსიქოლოგმა 

რუსუდან ქურასბედიანმა ჩაატარა დისკუსია თემაზე: ,,ოჯახური ძალადობა".

მოსწავლეებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე; ჩამოთვალეს 

მსხვრეპლთა კატეგორიები; გაეცნენ საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით ქალთა 

მიმართ ძალადობის სტატისტიკურ მონაცემებს; ჩამოაყალიბეს და იმსჯელეს 

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ძალადობის ფორმებზე და 

გამოთქვეს მოსაზრებები სახელმწიფოს როლის შესახებ ძალადობის ფაქტებთან 

დაკავშირებით.

დისკუსიის დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რომელ ინსტანციებს 

უნდა მიმართონ საკუთარი და სხვა ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.





No comments:

Post a Comment